ცისფერყანწელთა შემოქმედება
ვალერიან გაფრინდაშვილი
სენტიმენტალური ტრიოლეტი
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბად მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბად მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.
დაისი
კეკლუცთა ჯარი თეთრ გედებზე მიცურავს ნელა,
შავ ნირვანაში დაალურობს დღე ფერწასული,
_ ის ჭკნება,როგორც მშვენიერი ჭლექის ასული,
ტიტველ მხედართა მკრთალ ეთერში გაისმის ხველა.
სრულდება ცაზე მზის ბრწყინვალე ყრუ აგონია,
მისცურვენ ბაღთა და იდუმალ სოფელთა შორის....
კოშკების ჩრდილში ის სიმღერა გაიმეორეს,
გვიანი ხველა ლანდებისთვის გასაგონია.
და ვენერები მიაღწევენ ოდესმე ნაპირს....
(თეთრ გედებს ფარავს ბნელი ღამე გვირგვინოსანი).
ღამის ვაჟები იქ ელიან ქალს რაგინდრაფერს,
რომ დაატყვევონ და დაანთონ შავი კოცონი,
და მცურავ გედებს _ ბნელ ვაჟებთან შესახვედრები,
ვნებიან ხველით აჩქარებენ ნაზი მხედრები.
ტიციან ტაბიძე
მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს მე დავიბადე აპრილის თვეში
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს. მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.
აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები, იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება, ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება ლექსები იყო მისი საგზალი,
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად. არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.
და აწვალებდა მას სიკვდილამდე პირველი სტროფი მეორდება
ქართული მზე და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.
დადა მანიფესტი
ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინია სპარსული რომ ჩამოაქვს ენზელიდან შიგ ეტევა მთელი აზიის სისულელე და ხარკს არ გადაიხდის საკავშირო რესპუბლიკისთვის. რა შეედრება, როცა ყრუ სომეხი მუცელს იცლის ექსპრესის მოლოდინში ვოკზალის გადაღმა თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ თქვენი დედა მოვტყან!!!… ჩემს იქით პარიზია… ელისეის მინდვრები… ჩასუქებული ჟოფრი მოუტაციათ წმინდა ილიას ცხენებს, პოლ კლოდელი კოცნის ჩინელი ქალის ბალღამიან ფეხს და ტრისტან ტცარა ათამაშებს ”დადას” კუკლას. ვზივარ მოედანში… შეღებილი ინით თათარი აგორებს კამათლებს (ესეც კოსმეტიკაა და თავის გასართობი) (ამბობენ არაბები ვარსკვლავთმრიცხველობენ). უნდა იყო იდიოტი, რომ ძველებურად სწერო ლექსები როცა სატურიის სანაოზე გლეხებს უხსნიან ელექტროფიკაციას როცა პრეზიდენტია მიხა ცხაკაიაა. მთაწმინდის შემოღამებას მარტო ბოზები ელიან ერთი დარჩა ქუჩა გაუწითლებელი ვის უნდა შენი ნაზი ლექსები ორსული ქალიშვილები სიცილით იხოცებიან თუ პოეტი ხარ, ყველაფერი მაგარი გქონდეს.
ჩვენ - ,,ცისფერი ყანწები" ნიკოლო მიწიშვილი მარად ლექსები. პოეზია. გადაქანება. საქართველოს კი დაუბერა ციებამ, სურდომ, ჩვენ პოეზიამ თავი მაინც ვერ დაგვანება და ვერ გაგვტეხა შემოსეულ სიკვდილთა ურდომ. სამშობლოს ჯვარზე პოეზიით დალურსმულები, ფეხზე ვიკიდებთ ჰენიოსთა დაფნის გვირგვინებს და როცა ქვეყნის აღსასრული ჩამოიგრგვინებს, ჩვენ გავიცინებთ თეთრ ფერებში გადაცმულები. ჩვენ ლექსებს დავწერთ, ავტირდებით და ავატირებთ, ჩვენი დარტყმული ამ ქვეყანას დარჩება ლარი, თვალწამოვარდნილ საქართველოს გადვინადირებთ და ჩვენს ძეგლებზე აინთება ლოცვის ოლარი.
თვალები მტვერში ნიკოლო მიწიშვილი განწბილებული ჩემი დღეები დასავლისაკენ ეშურებიან. ჩამობურული ცის კუთხეები წვიმებისაგან აღარ შრებიან. ნუთუ წამება აღარ მეყოფა, ნუთუ ცხოვრებამ სულ გაირბინა! მე ვისი გული გადამეღობა, აწ ჩემი გული ვინ გაიფინა. ვის დავუშავე, ვის მოვერიე, ან ვისი ცოდვა ავიღე თავზე: ჩემი ცხოვრება მწარე მტვერია და მტვერი - ჩემი თვალებით სავსე.
კოლაუ ნადირაძე ადაჟიო
მზე მაღალ ხეებს გადაესხა და დაასველა.
მთის მწვერვალები ჩაესვენნენ ცაში თავებით.
ვარ ბედნიერი: - ჩემს გულშიაც ჩასვენდა ყველა.
შორს მეზღვაურნი მიცურავენ ცისფერ ნავებით.
ანგელოზებად ჩაფრენილან ღრუბლები ზღვაში,
ზეცის კიდური, გარინდული, კრთის და თეთრდება.
მე ვგრძნობ სიმშვიდეს, მყუდროებას მივარდნილ ქვაშიც...
უსაყვარლესო, ჩემი გულიც შენ გიერთდება!
ვერსალი
წვიმაში
დაცვივდნენ ფოთლები ვერსალის ბაღებში,მოწყენილ დედოფალს აშინებს წვიმა.
საღამოს ლანდები კრთიან ოთახებში,
დაცვივდნენ ფოთლები ვერსალის ბაღებში.
მძიმეა სიჩუმე სასახლის თაღებში.
ვინ იცის დედოფალს რად გაეღიმა!
დაცვივდნენ ფოთლები ვერსალის ბაღებში,
მოწყენილ დედოფალს აშინებს წვიმა.
გიორგი ლეონიძე
მე ვკითხულობდი “ქართლის ცხოვრებას”
მე ვკითხულობდი “ქართლის ცხოვრებას”,
წუხელის დიდხანს, გათენებამდი,
როგორ გლეწავდენ, ჩემო ქალაქო,
სისხლით მოედნებს როგორ ღებავდი!
გამოვვარდები, ხარ თუ აღარა,
კიდევ გაისმის ქუჩებში ჩეხა?
ვხედავ შენს სახლებს, ვხედავ შენს აბრებს
და მიხარიან, რომ ისევ დგეხარ!
შევხარი დილის ორთქლიან პურებს,
ახალ სართულთა წითელ აგურებს,
ვარდის საპალნეს ტაბახმელიდან
და მას, ― ამ ვარდებს ვისაც არგუნებ!
გიორგი ლეონიძე - პატარძეული
პატარძეული... ჩემი სოფელი,
ბავშვობის კერა _ პატარძეული,
ჩემი აკვანი წნორის ტოტისა
იქა ყოფილა გადარწეული.
იქ მზრდიდა ხალხი... იქ მზრდიდა დედა
და ხალხის ფიქრი ათასწლეული...
მახსოვს ეზოში დიდი ფშატის ხე,
სიბერისაგან გადაქცეული...
იმ ხის ფესვებში მელანდებოდა
ხალხის მზის ოქრო და განძეული...
ჩემს მზეს ბორბლები არ დამტვრევია,
ჯერ შუადღე მაქვს არ-დალეული...
მე მინახია ბევრი ქვეყნები
და ქალაქები ათასეული,
მაგრამ სუყველგან მე ხელს მიქნევდა
ჩემი პატარა პატარძეული..
ბავშვობის კერა _ პატარძეული,
ჩემი აკვანი წნორის ტოტისა
იქა ყოფილა გადარწეული.
იქ მზრდიდა ხალხი... იქ მზრდიდა დედა
და ხალხის ფიქრი ათასწლეული...
მახსოვს ეზოში დიდი ფშატის ხე,
სიბერისაგან გადაქცეული...
იმ ხის ფესვებში მელანდებოდა
ხალხის მზის ოქრო და განძეული...
ჩემს მზეს ბორბლები არ დამტვრევია,
ჯერ შუადღე მაქვს არ-დალეული...
მე მინახია ბევრი ქვეყნები
და ქალაქები ათასეული,
მაგრამ სუყველგან მე ხელს მიქნევდა
ჩემი პატარა პატარძეული..
პაოლო იაშვილი
პირამიდებში
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებ დანაბული,
საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში
მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში
ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.
ელენე დარიანის დღიურიდან
დაიტანჯა მაჯა მარჯნის
მძიმე ჯაჭვის ტარებით,
ბევრი ცრემლი დამეხარჯა
ერთი ღამის ნეტარებით.
დაიტანჯა მაჯა მარჯნის
მძიმე ჯაჭვის ტარებით,
მე ლოყაზე დამრჩა ფარჩა
ცხელი პირის მოკარებით.
დაიტანჯა მაჯა მარჯნის
ნძიმე ჯაჭვის ტარებთ,
ჩემს დამტანჯველს ღმერთი დასჯის
ქაჯად გადაგვარებით.
მძიმე ჯაჭვის ტარებით,
ბევრი ცრემლი დამეხარჯა
ერთი ღამის ნეტარებით.
დაიტანჯა მაჯა მარჯნის
მძიმე ჯაჭვის ტარებით,
მე ლოყაზე დამრჩა ფარჩა
ცხელი პირის მოკარებით.
დაიტანჯა მაჯა მარჯნის
ნძიმე ჯაჭვის ტარებთ,
ჩემს დამტანჯველს ღმერთი დასჯის
ქაჯად გადაგვარებით.
უვერტიურა
ისე მოვედი, რომ არავინ არ მომელოდა,
მივეცი კოცნა მებაღეს და... გაიღო კარი,
მარტო ვიყავი!.. ჩემს გარშემო ლურჯად ბნელოდა,
მაგრამ შემომხსნა ქმრის ხელებმა ტანზე ქამარი!...
გავყვეთ სიმღერებს! ჩემი ვნება ალდართულია
და ის მახარებს, მამაისებს ბაღში შემოსულს,
რომ ჩემი კოცნა, სიყვარული, ხმაც ქართულია,
ყოველთვის ციურს ჯერ უცნობი სიგიჟე რომ მსურს
ჩემი ცხოვრება ისეთია, როგორც ოცნება,
ჩემი წუხილი, სიხარულიც ტრფობის ბრალია,
ჩემს სხეულს მეფობს ხან სინაზე, ხან საოცრება,
დედოფლობს გული! ის ყოველთვის მომღერალია
No comments:
Post a Comment